24 თებერვალს, ქ. ხობის N2 საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ ჩაატარა ლექცია. აღნიშნული პროგრამის მიზანია არასრულწლოვანს ხელი შეუწყოს კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ფოთის რაიონული პროკურატურა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად განახორციელებს.