14 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მესამე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N 66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მ. ლომაიამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების შედეგები შეაჯამა, საზოგადოებას წარუდგინა ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და სიტყვა გადასცა უხუცესს საკრებულოს წევრს. სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და თანამდებობის პირების არჩევის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ იქნა დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები, რის შემდეგ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ედიშერ ჯობავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ - მამუკა ქარდავა. საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომლის დამტკიცების შემდეგ ასევე ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნენ საკრებულოს კომისიი თავმჯდომარები, კერძოდ: სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ნუგზარ შუშანია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ - ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - გოჩა სიჭინავა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისის თავმჯდომარედ - შოთა სირაძე და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - დოდო გაბუნია.
ახალი მოწვევის საკრებულო 36 წევრით დაკომპლექტდა, სადაც 21 მაჟორიტარულ, ხოლო 15 პროპორციული წესითაა არჩეული. აქედან 25 მანდატი კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4 მანდატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 1 მანდატი „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციას“ და 1 მანდატი „არასაპარლამენტო ოპოზიციას“ ერგო.
2014 წლის 15 ივნისს არჩეულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სია:
1. გაბედავა ვარაზი
2. ქარდავა მამუკა
3. გაბუნია დოდო
4. ცატავა ლაშა
5. ოდიშარია ქეთევანი
6. შუშანია ნუგზარი
7. ფილიპია მერაბი
8. ბუკია ზაზა
9. ჭილაია შადიმანი
10. ქავთარაძე ლევანი
11. ზარანდია გენადი
12. შონია ფრიდონი
13. ლაგვილავა მალხაზი
14. გვასალია ლაშა
15. აბაკელია თენგიზი
16. ლემონჯარია მზია
17. სიჭინავა გოჩა
18. ლოლუა ლეონიდე
19. გოგოლაძე იგორი
20. ნადარაია მერაბი
21. ალექსანდრია ტარიელი
22. ნაჭყებია ალექსანდრე
23. სირაძე შოთა
24. ჯობავა ედიშერი
25. ქაძანაია გენადი
26. გულუა თემური
27. ნადარაია ირაკლი
28. გულუა დიანა
29. სერგია როლანდი
30. ლატარია კახა
31. კუკავა ვასილი
32. წურწუმია ედიშერი
33. მიქაბერიძე კახა
34. ნადარაია ჯემალი
35. გვარამია როსტევანი
36. ქირია ბეჟანი
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანისაციების წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები.